კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-ე ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა აუტსაიდერ ფოთელებს მოუგო, ხოლო თელაველებისა და ქუთაისელების დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ტორპედო ორი ბურთით იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ხასიათი გამოავლინეს და 2:2...
ტორპედო სწრაფი გოლით დაწინაურდა. ალეკო ბასილაძე ფელიპე პირესის პასის მერე სწრაფად შევარდა საჯარიმოში და ზუსტადაც დაარტყა. ეს ბასილაძის მეექვსე გოლია მიმდინარე სეზონში.
მე-13 წუთზე ქუთაისელებმა მეორე ბურთიც მიაყოლეს, კერძოდ, ფელიპე პირესმა გამოიყენა ვარლეი და სილვას გადაცემა.
რამდენიმე წუთში კი თელავის ნახევარმცველმა ანდრია დევდარიანმა მარჯვნიდან კარში ჩაახვია ბურთი, რითაც სხვაობა შეამცირა - 1:2.
მე-80 წუთზე კი მასპინძლებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს გატანა: ალეკო ანანიძის შორიდან დარტყმული ბურთი ძელიდან ასხლეტით შევარდა კარში. 2:2. გუნდებს თითო-თითო ფეხბურთელი გაუძევეს და ორივე მეორე გაფრთხილების გამო. ჯერ ვარლეი და სილვა, მერე კი ანდრია დევდარიანი.
ტორპედო მესამე ადგილზე რჩება, თელავი კი ბოლოსწინაზეა.
დინამო თბილისმა კოლხეთი 1913-ს აჯობა და ერთი ქულითღა ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ ტორპედოს. რაც შეეხებათ ფოთელებს, ბოლო საფეხურზე არიან და 10 ქულით ჩამორჩნენ მეცხრეადგილოსანს.
აქაც სწრაფი გოლი ვნახეთ: თორნიკე მორჩილაძემ პენალტით გაიტანა სეზონში თავისი მეათე გოლი. პენალტი კი გიორგი გვასალიას წაქცევისთვის დაინიშნა.
პირველი ტაიმის შუაში მორჩილაძის ჩაწოდებულს მოჰყვა მათე ვაწაძის თავური და ანგარიში 2:0 გახდა. ტაიმის ბოლოს კი გიორგი ხარაიშვილმა საჯარიმო შეასრუა, საკმაოდ შორიდან, ტექნიკურად. ესეც მესამე გოლი...
მეორე ნახევარში დინამოელებს აღარ გაუტანიათ. ფოთელებმა შეამცირეს სხვაობა, კერძოდ, ეს დიტო ფაჩულიამ მოახერხა და საბოლოოდ, 3:1.
ტური 28 ოქტომბერს დასრულდება. ერთი მატჩი დარჩა:
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
გაგრა
სამგურალი
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ