კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტური დასრულდა. გორის დილამ შინ თელავს მოუგო, ხოლო გაგრამ ფოთში აჯობა კოლხეთი 1913-ს.
გორელებმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილის გატანილი პენალტით გაიმარჯვეს. ეს 52-ე წუთზე მოხდა. პენალტი კი მას შემდეგ დაინიშნა, რაც თელავის მცველმა ლადო ოდიშვილმა საჯარიმოში ხელით ითამაშა.
დილამ წლეულს სამიდან სამი მატჩი მოუგო თელავს, რომელიც ბოლოსწინა ადგილზეა. გორელები კი მეორე პოზიციაზე არიან და ისევ ორი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ იბერია 1999-ს.
ფოთელებს 12-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ. ბოლოს თელავს აჯობეს 29 აპრილს (1:0).
აი, გაგრამ კი ზედიზედ მესამედ მატჩში გაიმარჯვა და საკმაოდ დაშორდა საშიშ ზონას.
გაგრა პირველი ტაიმის შუაში დაწინაურდა, როცა გაგრას შემტევი რიჩმონდ ადეიეიე გასცდა აკაკი გიუნაშვილს, დაბალი პას გააკეთა და ფოთელთა ფეხბურთელ გიორგი ხარებავას საკუთარ კარში აეჭრა ბურთი.
კოლხეთმა პირველივე ტაიმში გაათანაბრა, კერძოდ, დიტო ფაჩულიამ გამოიყენა მეკარესთან პირისპირ გასვლა.
ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ 88-ე წუთზე ბრაზილიელმა კლაუდინეიმ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და გაგრა წინ გაიყვანა - 1:2. კლაუდინეი შეცვლაზე შევიდა. წლეულს ეს მისი პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
სამგურალი
ტორპედო
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
სიონი
არაგვი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913