კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 22-ე ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა: გაგრამ სამგურალს მოუგო, ხოლო გარეჯისა და კოლხეთი 1913-ის დაპირისპირებაში ფრე დაფიქსირდა...
გაგრამ ზედიზედ მეორედ მოიგო და საშიშ ზონას უფრო დაშორდა. არადა, გაგრამ ტაიმზე მეტხანს ათი კაცით ითამაშა... გია ნადარეიშვილმა წუთნახევრიან ინტერვალში ორჯერ მიიღო გაფრთხილება და გააძევეს.
ამ დროს გაგრა უკვე იგებდა: 28-ე წუთზე რატი არდაზიშვილმა ითამაშა კარგად, შევარდა საჯარიმოში, არეულობას კი ბოლოს მოჰყვა განელი რიჩმონდ ადეიეიეს ახლოდან დარტყმა და გოლი. განელი 18 წლისაა, ეს მისი პირველი გოლია საქართველოში.
მეორე გოლი კი გაგრამ კონტრშეტევაზე გაიტანა. ეს უკვე მეორე ტაიმში: არდაზიშვილის გარღვევა, პასი და დავით მუჯირის ზუსტი დარტყმა. მუჯირმა ყოფილ გუნდს გაუტანა - 2:0.
ოთხგოლიანი ფრე. საგარეჯოს გარეჯი ორჯერ უგებდა ფოთის კოლხეთი 1913-ს, მაგრამ საბოლოოდ 2:2.
საგარეჯოელები სწრაფი და ლამაზი გოლით დაწინაურდნენ, კერძოდ, ლევან პაპავამ ცაციით ტექნიკურად დაარტყა და მეკარე ალექსანდრე დადეშქელიანს თავზე გადაუგდო ბურთი. პაპავა მართლაც დიდი ძალაა გარეჯისთვის...
ტაიმის ბოლოს ფოთელთა უკრაინელი შემტევი ევგენ ლეშჩინსკი გააძევეს: მათე ქომეთიანს ეუხეშა და არბიტრმა ალეკო აფციაურმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
დაიწყო მეორე ნახევარი და სტუმრებმა მაინც გაათანაბრეს: აკაკი გიუნაშვილმა შორეული დარტყმით მიითვალა მშვენიერი გოლი.
73-ე წუთზე გარეჯი ისევ წინ გავიდა: ნიკოლოზ გალახვარიძის ჩაწოდებას მოჰყვა ნიკა კაჭარავას თავური და გოლი. თუმცა მალევე, ფოთელებმა დიტო ფაჩულიას პენალტით გაათანაბრეს - 2:2. თერთმეტმეტრიანი კი გიორგი ხარებავას წაქცევისთვის დაინიშნა.
საგარეჯოელები მერვე ადგილზე არიან, ფოთელები - ბოლოზე. მათ შორის სხვაობა 5 ქულაა.
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
ტორპედო
დინამო ბთ
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი