კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21-ე ტური დასრულდა. დღეს ერთი მატჩი გაიმართა. წყალტუბოში სამგურალი ორი ბურთის სხვაობით უგებდა საგარეჯოს გარეჯს, მაგრამ საბოლოოდ... 2:2.
ოთხივე გოლი ბოლო 25 წუთში გავიდა. სამგურალი დაწინაურდა ვინისიუსის დაბალი დარტყმის მერე. იქ ლაშა კვარაცხელიამ გააკეთა კარგი პასი...
მე-80 წუთზე წყალტუბოელებმა მეორე გაიტანეს და ბევრი იფიქრებდა, რომ მატჩის ბედიც გადაწყდა. ლუკა ხორხელმა მოიპოვა თერთმეტმეტრიანი და თავადვე გამოიყენა - 2:0. დრო ცოტაღა რჩებოდა, თუმცა გარეჯმა ქულის მოპოვება შესძლო.
ჯერ ნიკოლოზ გალახვარიძის ჩაწოდებას მოჰყვა გიორგი გოგოლაშვილის ზუსტი თავური; მერე კი მათე ქომეთიანის ჩაწოდებულ ბურთს გუნდის კაპიტანმა ლევან პაპავამ ეფექტურად შეაგება თავური... მოკლედ, ორივე გოლი თავით. თან, გოგოლაშვილიც და პაპავაც შეცვლაზე შევიდნენ.
სამგურალს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მეექვსე ადგილზეა. გარეჯი კი მერვეზეა.
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
გორი
კოლხეთი 1913