გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ორი მატჩი. გორის დილამ ზედიზედ მეშვიდედ მოიგო, ამჯერად გაგრას აჯობა; დინამო თბილისისა და წყალტუბოს სამგურალის შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
დაძაბული თამაში და ფრე. გოლები მეორე ტაიმის ცხრაწუთიან მონაკვეთში გავიდა. ჯერ სამგურალი დაწინაურდა, კერძოდ, დემურ ჩიხლაძის გრძელი პასის მერე ბრაზილიელი ველისონი მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში და ძლიერი დარტყმით გაუტანა გიორგი ლორიას. ველისონის მეორე მატჩი და მეორე გოლი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში...
დინამოელებმა მალე გაათანაბრეს: ლორიამ 70-მეტრიანი პასი გააკეთა, თორნიკე მორჩილაძემ დაიმორჩილა ბურთი, მეკარესაც გასცდა და ცარიელ კარში გაიტანა - 1:1.
ისევ ლორიაზე: დინამო თბილისმა მას პრიზად გადასცა ჩარჩოში ჩასმული 198-ნომრიანი მაისური. ამდენი მატჩი მოუგროვდა გიორგის დინამოს სახელით. რეკორდია ჩატარებული თამაშების მიხედვით.
გორელებმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგეს და ერთი ქულითღა ჩამორჩებიან ლიდერ იბერია 1999-ს. ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე გავიდა: შოთა შეყილაძე მარცხნიდან შევიდა საჯარიმოში, კარგი პასით მოძებნა ჟან-მარკ ტიბუე და ფრანგმაც ზუსტი დარტყმით გაიტანა. სხვათა შორის, ამ მომენტამდე რამდენიმე წამით ადრე გაგრას ჰქონდა მაგარი მომენტი... მათ ვერ გამოიყენეს, დილამ კი გამოიყენა.
გაგრასთვის ეს ზედიზედ მესამე წაგებაა. გუნდი მეშვიდე ადგილზეა.
დინამო თბ
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი