კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-19 ტური დასრულდა. დინამო თბილისმა სტუმრად დინამო ბათუმს 4:1 მოუგო. სამმა ფეხბურთელმა თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა...
დინამოების დაპირისპირებაში ხუთი გოლი გავიდა. თბილისელებმა სტუმრად ბათუმელებს მოუგეს და მესამე ადგილზე გადავიდნენ.
მატჩის პირველი და მეორე გოლები ონორე გომისმა გაიტანა. სენეგალელმა არცერთი არ აღნიშნა. საქმე ისაა, რომ დინამო ბათუმში თამაშობდა... გომისმა ჯერ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა, მერე კი პირისპირ გასვლისას დაარტყა ზუსტად.
პირველი ტაიმის ბოლოს კი 0:3 გახდა. 24 წლის ირაკლი სირაძემ დინამო თბილისში დებიუტი გოლით აღნიშნა. ეს ზოგადადაც მისი პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ირაკლი შარშან ფინეთის კაიანინ ჰაკაში თამაშობდა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ბათუმელთა შემტევმა ლევან ხოზრევანიძემ ვარდნაში დარტყმით შეამცირა სხვაობა - 1:3. ხოზრევანიძე სულ ერთი წუთის შესული იყო მინდორზე. 19 წლისაა და სირაძის არ იყოს, პირველად ითამაშა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და პირველივე თამაშში გოლი მიითვალა.
ბოლოს კიდევ ერთი ფეხბურთელის სადებიუტო გოლი ვნახეთ: თბილისელთა შემტევი ნიკოლოზ ჩიქოვანი პირისპირ გავიდა და დაბალი დარტყმით გაუტანა ლაზარე კუპატაძეს - 1:4.
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
გორი
კოლხეთი 1913