კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-19 ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ორივე მასპინძლებმა მოიგეს: გორის დილამ და ქუთაისის ტორპედომ 3-3 ქულა ჩაიწერეს.
გორელებმა მერვე ადგილზე მყოფ გარეჯს მოუგეს და ლიდერ იბერია 1999-ს უფრო მიუახლოვდნენ: ახლა ლიდერს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან.
პირველი გოლი კონგოელმა დეო ბასინგამ გაიტანა თავურით. აღსანიშნავია ჟან-მარკ ტიბუეს გამოზომილი ჩაწოდება.
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, საბოლოოდ კი დილამ გაიტანა კიდევ ერთხელ. კუთხურს მოჰყვა პედრო მენდეშის თავური, ლუკა კუტალაძემ მოიგერია ბურთი, დამატებაზე კი ისევ პედრო მენდეშმა იმარჯვა და 2:0. ეს გამოცდილი პორტუგალიელის სადებიუტო გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
ქუთაისის ტორპედომ გაგრას სძლია და მეოთხე საფეხურზე გადავიდა. პირველ ტაიმში ერთი გოლი ვნახეთ: ვარლეის პასს მოჰყვა სერბი კომნენ ანდრიჩის დაბალი დარტყმა - 1:0. ანდრიჩს დებიუტი ჰქონდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და აი, გოლითაც აღნიშნა. სერბი შარშან ხორვატიის რიეკაში გახლდათ, მერე კი ზაგრების ლოკომოტივაში იყო განათხოვრებული.
მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე გაგრამ გაათანაბრა, კერძოდ, ოთარ გაგნიძემ შორიდან დაბალი დარტყმით... ეს გაგნიძის პირველი გოლია მიმდინარე სეზონში.
ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა ბოლო წუთზე ვარლეიმ გრძელი პასი გააკეთა და შეცვლაზე შესულმა ალეკო ბასილაძემ ახლოდან ერთი შეხებით გაიტანა. საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში ბასილაძისთვისაც პირველი გოლია...
ტურის ბოლო მატჩი 4 აგვისტოს გაიმართება
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
სამგურალი
ტორპედო
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
სიონი
არაგვი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913