იბერია 1999-მა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩიც წააგო შვედურ მალმიოსთან. ამჯერადაც 1:3.
საქართველოს ჩემპიონს მომენტები ჰქონდა, მაგრამ ერთხელ გაიტანა. ეს მოხდა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე. შეცვლაზე შესულმა ამირან ძაგანიამ შორიდან დარტყმით შეამცირა სხვაობა.
მალმიო-იბერია 1999 3:1
გოლები: 1:0 ალი (55), 2:0 იანსონი (59), 3:0 ალი (89), 3:1 ძაგანია (90+2)
გაძევება: გ. მამაგეიშვილი (62)
იბერია 1999: მაკარიძე, გ. ტაბატაძე (ახვლედიანი 86), ჯგერენაია, აგიაკვა, ზოური, ქარდავა (ძაგანია 66), გ. მამაგეიშვილი, დადიანი, სილაგაძე (ვრბანეცი 61), ი. ტაბატაძე (ქობულაძე 86), რუშევიჩი (ნ. ხორხელი 61)
იბერია 1999 კონფერენციის ლიგაში გადაინაცვლებს. მეტოქე ესტონეთის ლევადია ეყოლება. პირველი თამაში 22 ივლისს ტალინში გაიმართება, მეორე კი 29 ივლისს თბილისში. ლევადიაც თავისი ქვეყნის ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიურ რფს-თან გავარდა - 0:1, 0:1.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
გაგრა
სამგურალი
დინამო ბთ
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
სიონი
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
გონიო
დინამო-2 თბ