კალენდარი

შაბათი, 2 აგვისტო

შაბათი, 9 აგვისტო

ახალი ამბები

კონფერენციის ლიგა და ორი მოგება: ტორპედომ და დილამ ხასიათი გამოავლინეს

ქართული გუნდების კარგი დღე ევროტურნირებზე. ქუთაისის ტორპედომაც და გორის დილამაც გაიმარჯვეს კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში. 

დირკ შუსტერის გაწვრთნილმა ტორპედომ ყაზახურ ორდაბასის უმასპინძლდა და მიუხედავად იმისა, რომ დროის დიდ მონაკვეთში აგებდა, საბოლოოდ მოიგო. შვიდგოლიანი მატჩი თავისი დრამატულობით. 

ქუთაისელთაგან დუბლი შეასრულეს ნორვეგიელმა ფორვარდმა ბიორნ იონსენმა და ხორვატმა მარჯვენაფლანგელმა მატეი შიმიჩმა. იონენმა ორივეჯერ ფელიპე პირესის პასის შემდეგ ფეხით გაიტანა, ხოლო შიმიჩმა ორივეჯერ კუთხურიდან ჩაწოდების მერე ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში. 

ემოციებით დატვირთული თამაში გამოდგა. საპასუხო მატჩი ყაზახეთში, რა თქმა უნდა, იოლი არ იქნება, მაგრამ იმედია, ქუთაისელები შემდეგ ეტაზე გავლენ. ისიც აღსანიშნავია, რომ ორდაბასიდან ერთი გოლი ქართველმა გაიტანა - ლუკა იმნაძემ.  

ტორპედო - ორდაბასი 4:3

გოლები: 1:0 იონსენი (30), 1:1 კაპეცანე (32), 1:2 იმნაძე (35), 2:2 შიმიჩი (45+2), 2:3 ტურსუნბაი (69), 3:3 იონსენი (79), 4:3 შიმიჩი (90+4)

ტორპედო: გოშაძე, ვარლეი, კვირკველია, ნადარაია, შიმიჩი (მანე 90+5), მამუჩაშვილი, ითრაქი, ბიძინაშვილი (კოხრეიძე 66), ბასილაძე (ღუდუშაური 66), პირესი, იონსენი (ანდრიჩი 83)

ახლა გორის დილაზე. სტუმრად ხვდებოდნენ ლუქსემბურგის უნიონს. ტორპედოს მსგავსად, დილაც აგებდა და გაიმარჯვა. 

ლუქსემბურგელები მეორე ტაიმის საწყის წუთებში დაწინაურდნენ, მაგრამ გორელთა საყრდენმა ნახევარმცველმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მალევე გაათანაბრა, ხოლო 78-ე წუთზე ოთარ ფარულავას პასს მოჰყვა განელი სირილ ედუძის გოლი. იტალიელი დიეგო ლონგოს გაწვრთნილმა დილამ დიდი ნაბიჯი გადადგა მეორე ეტაპისკენ.

რასინგი-დილა 1:2

გოლები: 1:0 შტოლცი (52), 1:1 ანდრონიკაშვილი (60), 1:2 ედუძი (78)

დილა: კერესელიძე, კიკაბიძე (ჩაბრაძე 64), ეტუ, არაუჟო, რუხაძე, ანდრონიკაშვილი (კობახიძე 89), კონტე, ფარულავა (ტიბუე 89), დრამე (ედუძი 64), ბასინგა (ბუღრიძე 78), შეყილაძე

საპასუხო შეხვედრები მომდევნო ხუთშაბათს, 17 ივლისს, გაიმართება. 

შეგახსენებთ, საქართველოს თასის მფლობელი თბილისის სპაერი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. სპაერის მეტოქე ვენის აუსტრია იქნება.