კალენდარი

პარასკევი, 12 ივნისი

შაბათი, 13 ივნისი

კვირა, 14 ივნისი

სამშაბათი, 16 ივნისი

ოთხშაბათი, 17 ივნისი

ხუთშაბათი, 18 ივნისი

ახალი ამბები

გიორგი ლორია - კვლავ დინამო თბილისში

გიორგი ლორია მშობლიურ კლუბში დაბრუნდა: დინამო თბილისში. ამ წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი.

როგორც იცით, გიორგიმ  სანაკრებო კარიერა ნაკრებში. მან საქართველოს ნაკრებში 79 მატჩი ჩაატარა. პირველად ეს იყო 2008 წლის 27 ივნისს ესტონეთთან ამხანაგურში (1:1), ბოლოს კი წლეულს 5 ივნისს ფარერის კუნძულებთან ამხანაგურში (1:0). 

ლორია დინამო თბილისში იყო 2005-2014 და 2023-2024 წლებში. მან ასევე ითამაშა ბერძნულ ოფი კრეტაში და პირეოსის ოლიმპიაკოსში, რუსულ კრილია სოვეტოვსა და ანჟიში, გერმანიის მეორებუნდესლიგურ მაგდებურგში, კვიპროსის ანორთოსისსა და ბოლოს ომონია არადიპუში. 

ლორია სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი - 2007/2008, 2012/2013, 2013/2014.