კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეშვიდე ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა. გაგრამ ბოლო წუთებზე გატანილით მოუგო გარეჯს, ხოლო დინამო ბათუმმა თელავს აჯობა და დაუმარცხებლად მიიწევს წინ.
ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე გავიდა. გადმოვარდნილი ბურთი მიიღო გაგრას მარცხენაფლანგელმა ვანდერსონ სილვამ და დაბალი დარტყმით გაუტანა ლუკა კუტალაძეს.
ისე, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მეტი ბურთი არ გასულა. ბოლოს არბიტრმა კოტე გიორგაძემ ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა გარეჯის ფეხბურთელი თამაზ ცეცხლაძე, რომელმაც თორნიკე ოქრიაშვილი წააქცია. გიორგაძემ VAR-ზე გადაამოწმა მომენტი და შემდეგ გააძევა ცეცხლაძე.
აქამდე გუნდებს 4-4 ქულა ჰქონდათ. ახლა გაგრა მეშვიდეზეა, გარეჯი კი - ბოლოზე.
დინამო ბათუმი მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება მოქმედ ჩემპიონ იბერია 1999-ს. ამ ორივე გუნდს წაგების გრაფაში ნული უწერია. თელავი კი მეხუთეზეა.
პირველი ტაიმი სრულდებოდა, როცა ლუკა ქაფიანიძემ ახლოდან ერთ შეხებში დარტყმით გახსნა ანგარიში. პასი კი გიტის პაულაუსკასისა იყო.
მეორე ნახევარში კი ჯალენ ბლესამ ორამდე გაზარდა სხვაობა. ბლესამ თავად დაიწყო კონტრშეტევა, გააყოლა ბურთი პაულაუსკასს, მის პასს მოჰყვა რევაზ ინჯგიას დარტყმა და ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი თავად ბლესამ იმარჯვა. 2:0. ეს მისი მესამე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
სპაერი
იბერია 1999
სამგურალი
რუსთავი
ტორპედო
დილა
დინამო ბთ
დინამო თბ
მეშახტე
გაგრა
შტურმი
გარეჯი
ოდიში 1919
მერანი მრ
თელავი
კოლხეთი 1913
სიონი
არაგვი
სამტრედია
გორი