კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეექვსე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. თელავმა საგარეჯოს გარეჯს უმასპინძლა და 1:0 მოიგო.
ამ საუკუნეში პირველად მოხდა, რომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კახური დერბი გაიმართა.
თელავი-გარეჯის დაპირისპირება დაძაბული გამოდგა, ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა და საბოლოოდ მასპინძლებმა გაიმარჯვეს: 81-ე წუთზე ფირუზ გაბიტაშვილმა მარცხნიდან ჩააწოდა და ჯადული იობაშვილმა ნახტომში თავურით გაიტანა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გარეჯის ფორვარდ გიორგი გოგოლაშვილს არ გაუმართლა, ახლოდან ააცილა ბურთი კარს.
თელავს 10 ქულა მოუგროვდა და მეხუთე ადგილზეა. გარეჯი კი მეშვიდეა 4 ქულით.
დინამო ბთ
დინამო თბ
იბერია 1999
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
გორი
კოლხეთი 1913