18 მარტს, სასტუმრო პულმანში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სპორტის სამინისტროს, საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდისა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი თემა ჩემპიონატის განვითარების გეგმის განხილვა და არსებული გამოწვევების ერთობლივად გადაჭრის გზების მოძიება იყო. მათ შორის, ხაზი გაესვა, საქართველოს ჩემპიონატის განვითარების 5 წლიანი გეგმის შემუშავების აუცილებლობას, რომელიც საქართველოს ფეხბურთს განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე და მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, ასევე საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი, გიორგი კალანდაძე.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
მერანი მრ
სამტრედია
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
გორი