კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეოთხე ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა და ორივე სტუმრებმა მოიგეს...
საგარეჯოს გარეჯისთვის ისტორიული დღე გამოდგა. კლუბმა პირველი გამარჯვება მოიპოვა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
ერთადერთი გოლი ლევან პაპავამ გაიტანა თავურით. ვახტანგ ბედოშვილმა დაიწყო შეტევა, ნიკოლოზ გალახვარიძეს გააყოლა ბურთი, მის ჩაწოდებას კი მოჰყვა პაპავას გოლი. ეს მეორე ტაიმის შუაში მოხდა...
კოლხეთი 1913 22-ე წუთიდან ათი კაცით თამაშობდა: ბექა ხარშილაძე გააძევეს ბედოშვილის წაქცევისთვის. ბოლო იმედის ჯარიმა იყო...
გარეჯს 4 ქულა აქვს, ფოთელებს კი ჯერჯერობით მხოლოდ ერთი: გუნდს ჯერ გოლი არ გაუტანია.
წყალტუბოს სამგურალმა გაგრას მოუგო. პირველ ნახევარში ბრაზილიელმა ვინისიუსმა თავურით გაიტანა ლაშა შერგელაშვილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ...
მეორე ნახევარში კი დავით მუჯირმა გამოიყენა ლუკა ხორხელის პასი და ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში.
სამგურალმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და მესამე ადგილზეა, ხოლო გაგრა ერთი ქულით ბოლო საფეხურზეა.
იბერია 1999
სპაერი
რუსთავი
დილა
ტორპედო
დინამო თბ
მეშახტე
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
შტურმი
თელავი
კოლხეთი 1913
სიონი
ოდიში 1919
მერანი მრ
არაგვი
გორი
სამტრედია