კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეოთხე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ორი შეხვედრა 1:1 დასრულდა და მესამეც ამ ანგარიშით სრულდებოდა, თუმცა ბოლოს დილამ გადამწყვეტი ბურთი გაუტანა ტორპედოს...
თბილისის იბერია 1999-მა მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა. სამი გამარჯვების შემდეგ, ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა 1:1 ითამაშა გიორგი ჭიაბრიშვილის დინამო ბათუმთან.
39-ე წუთზე ბათუმელები დაწინაურდნენ ნიკა კალანდარიშვილის დაბალ კუთხეში გატანილით. მეორე ნახევარში კი იბერიელთა შეტევისას ჯერ ბაქარ ქარდავამ მოარტყა ბურთი ძელს, მერე კი იური ტაბატაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მცირე რიკოშეტით შევარდა კარში - 1:1.
დაძაბული თამაში გამოდგა. თელავი სწრაფი გოლით დაწინაურდა, კერძოდ, ვატო არველაძის ჩაწოდებულ კუთხურს დაჩი ცნობილაძემ მიაყოლა თავური - 1:0.
მე-13 წუთზე კი დინამოელები ათი კაცით დარჩნენ. თორნიკე მორჩილაძემ იუხეშა და არბიტრმა კოტე გიორგაძემ VAR-ზე გადამოწმების მერე გააძევა ახალგაზრდა ფეხბურთელი. მორჩილაძე შარშან თელავში თამაშობდა...
მიუხედავად ამისა, დინამომ ტაიმის შუაში გაათანაბრა. ვაკო გვილიამ მეკარის ბაქანთან ჩააწოდა და იქ მათე ვაწაძემ მოახერხა ზუსტად დარტყმა - 1:1.
ქუთაისის ტორპედომ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. აი, დილამ კი პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მე-15 წუთზე ვნახეთ პირველი გოლი: დილას შემტევმა ირაკლი ბუღრიძემ ცხრიანში დარტყმით გაიტანა, მაგრამ რადგან ტორპედოში თამაშობდა, გოლი არ აღნიშნა.
ორ წუთში კი იგივე გააკეთა ტორპედოელმა პაატა ღუდუშაურმა. ლამაზი დარტყმით გაათანაბრა და არც მან აღნიშნა: ღუდუშაური ხომ დილას ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ...
ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ 86-ე წუთზე დილას სენეგალელმა ლეგიონერმა იბრაჰიმა დრამემ დაბალი დარტყმით, ოდნავ კუთხიდან გაიტანა და 1:2. დრამე მხოლოდ 7 წუთის შესული იყო მინდორზე.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
გაგრა
დინამო ბთ
სამგურალი
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
თელავი
გარეჯი
კოლხეთი 1913
მერანი მრ
სიონი
სამტრედია
შტურმი
გორი
ოდიში 1919
არაგვი