კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე ტური დაიწყო, ერთი მატჩი გაიმართა: თელავმა ტორპედოს ქუთაისში 2:1 მოუგო.
გუნდებს ამ ტურამდე 3-3 ქულა ჰქონდათ. თამაში დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, სტუმრებმა გაიმარჯვეს.
მე-12 წუთზე ვატო არველაძე ფირუზ მარაქველიძის პასის მერე აღმოჩნდა კარგ მდგომარეობაში და ახლოდან დარტყმით დააწინაურა თელავი.
მეორე ტაიმში ტორპედომ ასე გაათანაბრა: პაატა ღუდუშაურმა საჯარიმოში ჩააწოდა და ახლო ძელთან მდგომ თელავის ფორვარდ ჯადული იობაშვილს თავით საკუთარ კარში აეჭრა ბურთი - 1:1.
თუმცა 21 წლის იობაშვილმა შეცდომა გამოასწორა და ტორპედოს ლამაზი გოლი გაუტანა: შორეული დარტყმით - 1:2. მოკლედ, იობაშვილის ავტოგოლი და გოლი 18-წუთიან მონაკვეთში...
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
გაგრა
სამგურალი
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ