საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე და დინამო თბილისის კაპიტანი, ალექსანდრე კალანდაძე კარიერას იჯარის წესით უნგრულ ფეჰერვარში განაგრძობს.
ალექსანდრე კალანდაძე ფეჰერვარს იჯარის წესით შეუერთდა, უნგურლ კლუბს კი მისი გამოსყიდვის უფლება აქვს. გუნდი ასევე იჯარით დატოვა, 21-წლამდე ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა - ლევან ოსიყმაშვილმა, რომელიც კარიერას ისრაელის პრემიერლიგის გუნდში, ჰაპოელ ჰადერაში განაგრძობს.
ჩვენი ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი - ჯაბა კნაკვა დაბრუნდა. ასვე, კლუბს დაემატნენ - მოლდოველი მეკარე - სეტეფან სიკაჩი, რომელიც დინამოში 2018-2019 წლებში თამაშობდა; ეროვნული ნაკრების ვეტერანი - ვაკო გვილია და 22 წლის განელი ფორვარდი - ჯონ არტური, რომელიც თბილისელებთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
რუსთავი
დინამო ბთ
დინამო თბ
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
სამტრედია
მერანი მრ
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
გორი
კოლხეთი 1913