კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა და ორივე დინამომ მოიგო.
დინამო თბილისმა ზედიზედ სამი ფრის შემდეგ გაიმარჯვა. არადა, პირველი ტაიმი 0:2 წააგეს ფოთის კოლხეთი 1913-თან.
ზედ შესვენების წინ, რამდენიმეწუთიან მონაკვეთში გიორგი აბუაშვილმა და კირილ კლიმოვმა გაიტანეს ერთმანეთის პასებით. აბუაშვილისთვის ეს უკვე მერვე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში...
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა დინამოელმა ნიკა ნინუამ შორიდან დაარტყა და ბურთი ფოთელი არჩილ დათუაშვილის ფეხიდან შევარდა კარში.
88-ე წუთამდე აგებდა დინამო, მაგრამ გვატემალელმა ოსკარ სანტისმა ჯერ თავურით გაათანაბრა, მერე კი ისევ სანტისის პასს მოჰყვა ვასილიოს გორდეზიანის გადამწყვეტი გოლი და 3:2.
დინამო თბილისი მეექვსე ადგილზეა, ფოთელები კი მეშვიდეზე არიან.
დინამო ბათუმს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო მატჩი 23 მაისს ჰქონდა მოგებული (დინამო თბილისთან), მას მერე კი ოთხ თვეზე მეტიც იყო გასული. და აი, ბათუმელებმა გამარჯვების გამო გაიხსენეს: სტუმრად სძლიეს გორის დილას.
69-ე წუთზე დინამო ბათუმი დავით მუჯირის თავურით დაწინაურდა. ეს მუჯირის მეოთხე გოლია სეზონში.
ათიოდე წუთში კონტრშეტევისას, ონორე გომისმა 0:2 გახადა ანგარიში. იცით, გომისი დილაში თამაშობდა.
ბოლოს კი იყო ბათუმელთა მცველ ნიკოლოზ მალის ავტოგოლი. მალის დომინიკ ამპონსას ჩაწოდების მერე საკუთარ კარში აეჭრა ბურთი და 1:2.
დილა მეორე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება ტორპედოს, ხოლო დინამო ბათუმი მეოთხეზეა.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
