კალენდარი

პარასკევი, 18 ოქტომბერი

შაბათი, 19 ოქტომბერი

კვირა, 20 ოქტომბერი

კვირა, 27 ოქტომბერი

ორშაბათი, 28 ოქტომბერი

ახალი ამბები

დიდი ანგარიშები... დილამ და იბერია 1999-მა მოიგეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 22-ე ტური დასრულდა. ორი შეხვედრა გაიმართა: ლიდერმა გორის დილამ ქუთაისში 5:1 მოუგო ტორპედოს, ხოლო თბილისურ დერბიში იბერია 1999-მა 3:0 სძლია დინამოს...

ტორპედო 1:5 დილა

დილამ სტუმრად 5:1 სძლია უახლოეს მდევარ ტორპედოს. მე-5 წუთი იყო, როცა ანტონიო ლოპესის პასით შოთა შეყილაძე დარჩა მეკარესთან პირისპირ და ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში.

მალევე, ტორპედოს მიეცა გათანაბრების შანსი და ბიორნ იონსენმა პენალტი ვერ შეაგდო, კერძოდ, მეკარე დავით კერესელიძემ აუღო. გავიდა ხუთიოდე წუთი, დილას კარში ისევ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი და იონსენმა ამჯერად ზუსტად შესარულა - 1:1. 

თუმცა ორ წუთში დილა ისევ წინ გავიდა: აბუბაქარ კონტემ ტაირელ ვაუტერის პასი გამოიყენა და დასწრებაზე ცარიელ კარში გაიტანა. 

მეორე ნახევარში დილამ კიდევ სამჯერ აიღო ქუთაისელთა კარი. 69-ე წუთზე ავტოგოლი ვნახეთ, როცა ტორპედოელთა საყრდენ მერაბ გიგაურს აეჭრა ბურთი საკუთარ კარში. 

ბოლო ათ წუთში კი ჯერ კონტრშეტევისას ტაირელ ვაიტერმა გაიტანა იბრაჰიმა დრამეს პასით, ბოლოს კი მარცხენალანგელმა ზურაბ რუხაძემ ითამაშა კარგად და მახვილი კუთხიდან დაბალი დარტყმით 1:5 გახადა ანგარიში. შდილა ლიდერია, 6 ქულით უსწრებს ტორპედოს, რომელსაც ერთი თამაში მარაგში აქვს. 

აქვე დავწეროთ; ტორპედოელი იონენი ლიდერია ბომბარდირთა დავაში (12 გოლი), დილას ვაუეტრი კი მას ერთი ბურთით ჩამორჩება.

იბერია 1999 3:0 დინამო თბ 

იბერიელებმა დიდი ანგარიშით აჯობეს დინამო თბილისს და მესამე პოზიცია გაიმყარეს, აი დინამო კი მეშვიდეზეა. 

დუბლი შეასრულა მალელმა შეიკნე სილამ, რომელმაც ჯერ გიორგი კოხრეიძის დარტყმულს უცვალა მიმართულება და ასე გაიხსნა ანგარიში.  მერე სილამ იური ტაბატაძის ჩაწოდებული ბურთი თავით გადაგზავნა კარში, ხოლო ტაიმის ბოლოს კოხრეიძემ შეასრულა პენალტი და... 3:0.

კოხრეიძეს 8 გოლი მოუგროვდა მიმდინარე სეზონში, სილას - 7. იბერია 1999-ს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში - 40.