კალენდარი

პარასკევი, 18 ოქტომბერი

შაბათი, 19 ოქტომბერი

კვირა, 20 ოქტომბერი

კვირა, 27 ოქტომბერი

ორშაბათი, 28 ოქტომბერი

ახალი ამბები

ტური 21: ბოლო წუთების ფასი

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ორი მატჩი. ლიდერმა გორის დილამ ბოლო წამებზე გაუშვა გამარჯვება ხელიდან და თელავთან ფრედ ითამაშა, ხოლო კოლხეთი 1913-მა გაგრას აჯობა.  გორში თამაშის წინ ოლიმპიური ჩემპიონი, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი გამოვიდა მინდორზე...  

ორივე გუნდის ფეხბურთელებმა პეტრიაშვილს საპატიო დერეფანი მოუწვეს. დილას ხელმძღვანელებმა, გიორგი ჯოხაძემ და ზურაბ ხორგუაშვილმა, გენოს სიმბოლურად მაისური აჩუქეს. 

დილა 1:1 თელავი

90 წუთში გოლი არ გასულა, აი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში კი... ჯერ დილა დაწინაურდა. გორეკებმა საჯარიმო დარტყმა შეასრულეს, ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ სიდიკი ტრაორეს ხელზე მოხვდა, არბიტრმა ბაკურ ნინუამაც VAR-ზე გადამოწმების შემდეგ დანიშნა პენალტი. ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ზუსტად დაარტყა და სეზონში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

თუმცა 96-ე წუთზე თელავმა გაათანაბრა, კერძოდ, თორნიკე მორჩილაძის პასს მოჰყვა ნიკოლაი ყიფიანის გოლი. ყიფიანმაც პირველი გოლი მიითვალა წლევანდელ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, თუმცა მხოლოდ ახლა, ზაფხულში შეუერთდა გუნდს. 

საბოლოოდ 1:1. დილა 6 ქულით უსწრებს ტორპედოს, რომელსაც ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. გორელებისთვის ეს ზედიზედ მე-18 წაუგებელი მატჩი იყო.

თელავი კი ბოლოსწინა ადგილზეა. 

კოლხეთი 1913 2:1 გაგრა 

ფოთელებმა კვლავ მოიგეს და წაუგებელი მატჩების სერიაც ექვსამდე გაზარდეს. კოლხეთი 1913 მეხუთე ადგილზეა, გაგრა კი მერვეზე დარჩა.

36-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა დააწინაურა ფოთელები, თანაც მშვენიერი გოლით: შორიდან ძლიერი დარტყმით. 

ორ წუთში გაგრამ ნოდარ ქავთარაძის ასევე ლამაზი გოლით გაათანაბრა. კარგი მოძრაობა და ძლიერი დარტყმა საჯარიმოს გარედან - 1:1.

გამარჯვების გოლი კი ისევ აბუაშვილის დარტყმას მოჰყვა: გიორგიმ კონტრშეტევისას თორნიკე შეყილაძის პასი გამოიყენა და გამოზომილად გაუშვა ბურთი დაბალ კუთხეში - 2:1. ისე, მანამდე ექვსი წუთით ადრეც შეეძლოთ დაწინაურება ფოთელებს, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენეს: ოლეკსანდრ ვორობეიმ აუღო ერეკლე ჯიჯავაძეს.

და აბუაშვილზეც... მიმდინარე სეზონში 6 გოლი მოუგროვდა.