კალენდარი

პარასკევი, 20 სექტემბერი

კვირა, 22 სექტემბერი

ორშაბათი, 23 სექტემბერი

ხუთშაბათი, 26 სექტემბერი

პარასკევი, 27 სექტემბერი

ახალი ამბები

კონფერენციის ლიგა და ქართული კლუბები: იბერია 1999 წინ მიდის

გაიმართა კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები. ქართული კლუბებიდან იბერია 1999 გავიდა მესამე ეტაპზე.

პარტიზანი (ალბანეთი) - იბერია 1999 0:0

იბერია 1999: მაკარიძე, კაპანაძე, აგიაკვა, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, ქარდავა (დადიანი 90+2), კოხრეიძე (თარ მამაგეიშვილი 63), ნონიკაშვილი, ური ტაბატაძე (მამაცაშვილი 79), იზო მამაგეიშვილი, სიხარულიძე (სილა 64)

ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა იბერია 1999-მა შინ მოგებული 2:0-ის მერე, ალბანეთში 0:0 ითამაშა პარტიზანთან. თბილისელებმა ორი წლის წინაც გამოთიშეს ტირანის პარტიზანი და აი, მეორედ გადალახეს მათი ბარიერი, 

მესამე საკვალიფიკაციოზე იბერია 1999-ს უფრო ძლიერი გუნდი ეყოლება მეტოქედ: თურქული ბასაქშეჰირი, რომელმაც სან-მარინოს ლა ფიორიტას იოლად სძლია. ბასაქშეჰირი ოთხი წლის წინ თურქეთის ჩემპიონი გახდა. 

იბერია 1999 პირველ მატჩს თურქებთან მიხეილ მესხზე გამართავს 8 აგვისტოს, ხოლო საპასუხოს - 15 აგვისტოს სტამბოლში. 

დეჩიჩი (მონტენეგრო) - დინამო ბთ 0:0

დინამო ბთ: რიკარდ სილვა, მალი, კობახიძე, ხარაბაძე, ვანდერსონი, მამუჩაშვილი, ალეფ სანტოსი (ფაჩულია 88), ჟან ვიქტორი (მარა 55), ღუდუშაური, გომისი (ტამბედუ 65), ბლესა

დინამო ბათუმმა შინ 0:2 წაგების მერე, მონტენეგროში 0:0 ითამაშა ტუზის დეჩიჩთან. ეს კლუბი, ბათუმელთა მსგავსად, ქვეყნის ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან გადმოერთო. 

ბათუმელებს რამდენიმე საგოლე შანსი ჰქონდათ, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა მიზნის მისაღწევად. ყველაფერი დეჩიჩის მიერ ბათუმში გატანილმა ორმა გოლმა გადაწყვიტა. ის გოლები მეორე ტაიმის ოთხწუთიან მონაკვეთში გაიტანეს.

ტორპედო - ომონია (კვიპროსი) 1:2

გოლები: 0:1 სტეპინსკი (24), 1:1 იანსანე (47), 1:2 სემედუ (81 პენ)

ტორპედო: კლიაიჩი,  ვარლეი, სანდოხაძე, სახო, ნადარაია. ელიტონ ჟუნიორი, გიგაური (ჟორჟინიო 70), შერგელაშვილი (ფაცაცია 70), ფელიპე  პირესი, იანსანე, იონსენი

ქუთაისელებს სტუმრად 1:3 ჰქონდათ წაგებული და შინაც დამარცხდნენ. ქართული კლუბებიდან ამ სამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გვინეელმა მომო იანსანემ გაიტანა. სწორედ იანსანემ მიითვალა გოლი კვიპროსზეც...

შეგახსენებთ, ტორპედომ პირველ საკვალიფიკაციოზე ალბანეთის ტირანა გამოთიშა (1:1, 1:0), ხოლო კვიპროსის ომონია ძლიერი გამოდგა. რეალობა ასეთია.