კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-15 ტური დაიწყო. ლიდერი გორის დილა შინ აგებდა დინამო თბილისთან და მაინც მოახერხა მოგება. დინამოელებმა მატჩი ცხრა ფეხბურთელით დაამთავრეს.
წყალტუბოს სამგურალმა კი დიდი ანგარიშით დაამარცხა აუტსაიდერი სამტრედია.
სამგურალმა შინ დიდი ანგარიშით მოუგო აუტსაიდერ სამტრედიას და მეექვსე ადგილზე გადავიდა. წყალტუბოელებმა ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს.
მე-13 წუთისთის უკვე დუბლი ჰქონდა შესრულებული გიორგი ფანცულაიას, რომელმაც ჯერ ლუკა ხორხელის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა, მერე კი ჟან კარლოსის პასით პირისპირ დარჩა მეკარესთან და 2:0 გახადა ანგარიში.
ამას მოჰყვა დემურ ჩიხლაძის შორიდან გატანილი, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს ალექსანდრე ვერულიძემ მიითვალა გოლი. სხვათა შორის, ვერულიძემ ზედიზედ მესამე ტურში მოახერხა გატანა... საბოლოოდ 4:0.
გორის დილამ კვლავ მოიგო. დინამო თბილისთან პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა და შემოატრიალა თამაში - 2:1.
დილა ლიდერია და 12 ტურია არ დამარცხებულა. დინამო თბილისი კი მეხუთე ადგილზე რჩება და დილას უკვე 16 ქულით ჩამორჩება.
დინამოელები სწრაფი გოლით გავიდნენ წინ, კერძოდ, ნიკოლოზ უგრეხელიძემ თავური შეასრულა...
მეორე ტაიმის საწყის წუთებში დილას პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოაუ ნობრეგამ შორიდან ზუსტი დარტყმით გაათანაბრა. ეს ნობრეგას პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
55-ე წუთზე დინამო ათი კაცით დარჩა, რადგან ალექსანდრე კალანდაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. 82-ე წუთზე კი ჯოშუა აკპუჯეც გააძევეს და დინამომ ცხრა ფეხბურთელით გააგრძელა თამაში.
დილამ ბოლოს მოახერხა გადამწყვეტი გოლის გატანა: ზურაბ რუხაძის ჩაწოდებულს მოჰყვა იბრაჰიმა დრამეს თავური და 2:1.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
სამგურალი
ტორპედო
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
სიონი
არაგვი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913