კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-12 ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა: დინამო ბათუმმა სტუმრად მოუგო წყალტუბოს სამგურალს, გაგრამ კი ფოთის კოლხეთი 1913-ს სძლია.
მოქმედმა წინა ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღო, ამჯერად კი გაიმარჯვა: ერთადერთი გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა პენალტით. ეს მამუჩაშვილის მეოთხე გოლია სეზონში.
პენალტი კი სამგურალის ფეხბურთელის, ნიკა კალანდარიშვილის ხელით თამაშის გამო დაინიშნა.
დინამო ბათუმი ამ დროისთვის მეორე ადგილზეა, სამგურალი კი ბოლოდან მეორე საფეხურზეა.
გაგრამ ზედიზედ ორჯერ მოიგო და მერვე ადგილზე გადავიდა. თან ორივეში ისე გაიმარჯვა, რომ გოლი არ გაუშვია.
პირველი გოლი ასე გავიდა: ფოთელთა მცველმა ბექა ხარშილაძემ საჯარიმოში ხელით ითამაშა, პენალტი კი გიორგი ლომთაძემ შეასრულა, თან ორიგინალურად, პანენკას სტილში.
ბოლო წუთებზე კი განელმა დენის ამოაკომ ახლოდან გაიტანა ლევან გეგეჭკორის პასის შემდეგ. საინტერესოა, რომ ამოაკო მხოლოდ სამი წუთის შესული იყო მინდორზე. ეს მისი პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
გაგრაზე დავწერეთ, კოლხეთი 1913 კი ცხრილის შუაში, მეხუთე ადგილზეა.
სპაერი
იბერია 1999
სამგურალი
რუსთავი
ტორპედო
დილა
დინამო ბთ
დინამო თბ
მეშახტე
გაგრა
შტურმი
გარეჯი
ოდიში 1919
მერანი მრ
თელავი
კოლხეთი 1913
სიონი
არაგვი
სამტრედია
გორი