კალენდარი

კვირა, 6 ოქტომბერი

პარასკევი, 18 ოქტომბერი

შაბათი, 19 ოქტომბერი

კვირა, 20 ოქტომბერი

კვირა, 27 ოქტომბერი

ახალი ამბები

ლიდერმა წყალტუბოში მოიგო; თელავში მატჩი ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეცხრე ტურის ორი მატჩი გაიმართა. ლიდერმა თბილისის იბერია 1999-მა წყალტუბოს სამგურალს სტუმრად მოუგო, ხოლო თელავი-ტორპედო უგოლოდ დასრულდა. 

სამგურალი 2:3 იბერია 1999

ლიდერი თბილისის იბერია 1999 წყალტუბოში ჯერ უგებდა სამგურალს, მერე აგებდა და საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა.

გიორგი მიქაძის გაწვრთნილი გუნდი ბაქარ ქარდავას მშვენიერი გოლით დაწინაურდა: საყრდენმა შორიდან ძლიერი დარტყმით სწრაფი გოლი მიითვალა.

პირველი ტაიმის შუაში დემურ ჩიხლაძემ ტექნიკურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა, ხოლო რამდენიმე წუთში სამგურალი გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა, როცა ჟან კარლოსის დაფარული პასის მერე კარგად შეასრულა...2:1.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ოთარ მამაგეიშვილმა ცხრიანში ძლიერი დარტყმით შანსი არ დაუტოვა ლუკა კუტალაძეს - 2:2.

75-ე წუთზე კი სამგურალის ხორვატმა მცველმა ბარტულ მარკოვინამ საკუთარ კარში გაიტანა და ეს გოლი გადამწყვეტი გამოდგა. იბერიელებმა იმარჯვეს.

თელავი 0:0 ტორპედო

ამ ტურამდე არც თელავს ჰქონდა ფრე და არც ტორპედოს. მხოლოდ ეს ორი გუნდი იყო ასეთი და ახლა მათი დაპირისპირება დასრულდა ფრედ - 0:0.

ქუთაისელებს ზედიზედ სამი მოგება ჰქონდათ და სერია შეწყვიტეს. გუნდი პირველ წრეს მეოთხე ადგილზე ასრულებს, თელავი კი ჯერ მეხუთეზეა.

მომენტები საკმაოდ იყო: ტორპედოს მეკარე ოთო გოშაძემ თორნიკე მორჩილაძის თავურის მერე აშკარა გოლს გადაარჩინა თავისიანები. ტორპედოელმა ცოტნე ნადარაიამ თავით ძელს მოარტყა ბურთი, კიდევ, თელაველთა მეკარე ლევან თადილაშვილმა პირისპირ გასულ ჟორჟინიოს არ გაატანინა.