კალენდარი

შაბათი, 3 აგვისტო

შაბათი, 10 აგვისტო

ახალი ამბები

დინამო თბილისმა სალიას გოლით ტორპედო დაამარცხა; იბერია 1999-მა სამტრედიასთან ფრედ ითამაშა

დინამო თბილისმა ქუთაისის ტორპედოს მოუგო, ხოლო იბერია 1999-მა სამტრედიასთან ფრედ ითამაშა. ჯამში ხუთი გოლი ვნახეთ. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის ორ შეხვედრაში.

დინამო თბ 1:0 ტორპედო 

დინამოელებმა 16 წლის ვახტანგ სალიას გატანილი თავურით მოიგეს. ეს სალიას პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. საგოლე პასი კი გიორგი მაისურაძისა იყო.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა და შეიძლებოდა კიდევ ბევრი გოლი გვენახა. დამამთავრებელ ფაზაში მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ.

ტორპედომ ზედიზედ მეორედ წააგო, დინამოს კი სამი თამაშიდან ორი გამარჯვება აქვს. ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, უკვე 20 მატჩია, ტორპედოს დინამო თბილისი არ დაუმარცხებია.

და კიდევ, შეხვედრას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო თანაშემწეებთან ერთად. 

იბერია 1999 2:2 სამტრედია 

გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა პირველი ქულები დაკარგა: ორჯერ უგებდა სამტრედიას, მაგრამ საბოლოოდ - 2:2. სხვათა შორის, ამ კლუბების ბოლო სამი დაპირისპირება ფრედ სრულდება.

ჯერ მასპინძელთა ნახევარმცველმა შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა ახლო მანძილიდან, არეულობისას. ეს ნონიკაშვილის მესამე გოლია მიმდინარე სეზონში. სამივე შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა...

სამტრედიამ პირველივე ტაიმში გაათანაბრა ავღანელი ომრან ჰაიდარის გოლით. ჰაიდარს რიკოშეტიც დაეხმარა - 1:1.

63-ე წუთზე ნონიკაშვილის თავით გაკეთებულ პასს მოჰყვა მალელი შეიკნე სილას გოლი და თბილისური გუნდი ისევ წინ გავიდა. თუმცა მერე სამტრედიელთა შემტევმა დიტო ფაჩულიამ შორიდან გაუტანა ლაზარე კუპატაძეს და 2:2...