კალენდარი

სამშაბათი, 1 აპრილი

შაბათი, 15 მარტი

კვირა, 16 მარტი

პარასკევი, 28 მარტი

ახალი ამბები

CRYSTALBET ELIGA AWARDS 2023: გამარჯვებულები, ბევრი სიახლით, პრიზებით...

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დაჯილდოვება შერატონ მეტახი პალასში გაიმართა. არაერთი სიახლით.

სიახლე: თითოეული ნომინაციის გამარჯვებულმა 5000 ლარიანი მიიღო.

ტოპ-სიახლე: საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული იყო მშვენიერი მანქანა დოჯ ჩელენჯერი (Dodge Challenger).

საღამოს წამყვანები იყვნენ ეკო ფანგანი და დიმა ობოლაძე.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა, ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა მიიღეს.

დაინერგა ასევე ხმის მიცემა გულშემატკივართა მხრიდან. 27 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა მისცა ხმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი: „დაძაბული, უხვგოლიანი ჩემპიონატი იყო. მადლობა თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელს, ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს. მინდა მადლობა გადავუხადო ასევე კრისტალბეთს, ჩვენი მეგობრები არიან. VAR-ის დანერგვა შარშან დაიწყო და წლეულს უკვე ბევრ მატჩზე იყო, ყველა ტურში.

...ვულოცავ ჩემპიონ ბათუმის დინამოს. თან, 100 წლის იუბილე აქვს კლუბს.

...ვულოცავ ასევე ფოთის კოლხეთი 1913-ს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას. 110 წლისაა ეს  ტრადიციული, ძლიერი კლუბი.

...ისტორიულ რაკურსს გავაკეთებ და ნოემბერში 45 წელი შესრულდა დინამო თბილისის ჩემპიონობიდან, 1978 წელს საბჭოთა კავშირის ისტორიაში მეორედ რომ მოიპოვა.

...ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა უკეთესი გახდეს. დიდი მადლობა!“

საუკეთესო მეკარე გახდა გიორგი ლორია (დინამო თბილისი). ლორიას გარდა, ნომინაციაში იყვნენ როინ კვასხვაძე (დინამო ბათუმი), ფილიპ კლიაიჩი (ტორპედო ქუთაისი).  

საუკეთესო მცველია ბათუმის დინამოელი მამუკა კობახიძე... ნომინანტები ასევე იყვნენ ნიკა სანდოხაძე (ტორპედო) და სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი)

საუკეთესო ნახევარმცველი გახდა გიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოდან. სამეულში ასევე იყვნენ არაბიძის თანაგუნდელი მერაბ გიგაური და ბათუმის დინამოელი გიორგი ზარია.

საუკეთესო თავდამსხმელი - ჯოვინო ფლამარიონი. ბათუმის დინამოს თავდამსხმელმა გამოკითხვაში აჯობა თბილისის დინამოს ფორვარდებს - დავით სხირტლაძესა და ზორან მარუშიჩს.

ბომბარდირები? სამხელისუფლებიანობაა. სამმა ფეხბურთელმა გაიტანა 17-17 გოლი. ზორან მარუშიჩმა, ჯოვინო ფლამარიონმა და გაგრას ფორვარდმა ზურაბ მუსელიანმა.

საუკეთესო მწვრთნელი გახდა ანდრი დემჩენკო (დინამო ბათუმის თავკაცი, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში გორის დილაში მუშაობდა). ნომინაციაში ასევე იყვნენ გიორგი მიქაძე (თელავი/საბურთალო) და სტივ კინი (ტორპედო).

შეირჩა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სიმბოლური ნაკრები.

გიორგი ლორია - ვლადიმერ მამუჩაშვილი, მამუკა კობახიძე, სანდრო კალანდაძე, ლაშა შერგელაშვილი -  მერაბ გიგაური, გიორგი ზარია, გიორგი არაბიძე - პაატა ღუდუშაური, ჯოვინო ფლამარიონი, დავით სხირტლაძე.

ტრადიციულად დაჯილდოვდნენ ეროვნული ლიგის ფენტეზის საუკეთესო მოთამაშეები. 1. ბერდია ბერიძე, 2 ირაკლი ბერიძე, 3 დავით ბაგრამოვი. მათ შესაბამისად 3000, 2000 და 1000 ლარი მიიღეს...

სეზონის საუკეთესო გოლი? ბათუმის დინამოს ნახევარმცველმა ცოტნე ფაცაციას გადაეცა პრიზი... ფაცაციამ თელავთან ბოლო წუთზე 60 მეტრიდან დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. ეს გულშემატკივართა გამოკითხვით.

და კულმინაცია. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ჯოვინო ფლამარიონი! სამეულში ასევე იყვნენ გიორგი არაბიძე და პაატა ღუდუშაური.

ანუ, ფლამარიონი გახდა არაჩვეულებრივი დოჯ ჩელენჯერის მფლობელიც, საუკეთესო ფეხბურთელი, თავდამსხმელი, ერთ-ერთი ბომბარდირი, ჩემპიონი...