კალენდარი

პარასკევი, 18 ოქტომბერი

შაბათი, 19 ოქტომბერი

კვირა, 20 ოქტომბერი

კვირა, 27 ოქტომბერი

ორშაბათი, 28 ოქტომბერი

ახალი ამბები

საბურთალო-სამგურალი: ფრე ლამაზი გოლებით

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. 34-ე ტურის პირველი მატჩი გაიმართა: საბურთალომ თბილისში 2:2 ითამაშა წყალტუბოს სამგურალთან.

საბურთალო 2:2 სამგურალი 

საბურთალო პირველი ტაიმის მერე 2:0-ს უგებდა სამგურალს, თუმცა წყალტუბოელებმა მეორე ნახევარში შესძლეს თამაშის გადარჩენა.

პირველი გოლი ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა. იური ტაბატაძემ კუთხური ჩააწოდა, გიორგი კოხრეიძემ ბურთს მიმართულება შეუცვალა და ოთარ მამაგეიშვილმა ახლოდან ზუსტად დაამატა - 1:0. ამას კი მალევე მოჰყვა ტაბატაძის მშვენიერი ინდივიდუალური გოლი, ცენტრიდან წაიღო ბურთი, გასცდა ორ მეტოქეს და საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში.

სამგურალმა 62-ე წუთზე შეამცირა სხვაობა, კოტდივუარელმა იკპე-გილენ გნამიამ თავურით გაიტანა. ეს მისი სადებიუტო გოლია კრისტაბეთ ეროვნულ ლიგაში. 81-ე წუთზე კი ნიკა კალანდარიშვილმა მიაყოლა თავური და 2:2. ეს ორივე გოლი კუთხურს მოჰყვა და ორივეჯერ დემურ ჩიხლაძემ ჩააწოდა.

გუნდები მეხუთე-მეექვსე ადგილზე არიან 51-51 ქულით.