კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32-ე ტური დასრულდა. ორი მატჩი გაიმართა: დინამო თბილისმა შინ თელავს სძლია, ხოლო გორის დილამ აუტსაიდერ ქობულეთის შუქურას აჯობა...
გორის დილა ამ გამარჯვებით მეოთხე ადგილზე გადავიდა. მატჩის სამივე გოლი პირველი ტაიმის ოთხწუთიან მონაკვეთში გავიდა...
დილადან ორივე გოლი გიორგი გაფრინდაშვილმა მიითვალა, ამ გოლს შორის კი შუქურადან ალეკო ანანიძის გატანილი ვნახეთ.
საინტერესოა, რომ გაფრინდაშვილმა ორივე გოლი რეზი ჩიტეიშვილის ჩაწოდებული აუტის მერე პირველივე შეხებით გაიტანა... ორივეჯერ საშუალო მანძილიდან.
მოქმედმა ჩემპიონმა დიდი ანგარიშით სძლია მეშვიდე ადგილზე მყოფ თელავს. დინამო თბილისი მეორე ადგილზეა და 9 ქულით ჩამორჩება დინამო ბათუმს...
პირველი გოლი გვინეელმა უსმანე კამარამ გაიტანა დავით სხირტლაძის პასის მერე. მეორე ტაიმის დასაწყისში კამარამ ასისტენტობა გაწია გიორგი ხარაიშვილს და 2:0...
დანარჩენი ორი გოლი ბოლო 10 წუთში გავიდა და ორივე სერბმა ზორან მარუშიჩმა მიითვალა. ჯერ ლაშა ოდიშარიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა, მერე კი ლევან ოსიყმაშვილის პასს მიაყოლა ზუსტი დარტყმა. მარუშიჩს 13 გოლი მოუგროვდა. აქვე ვთქვათ, რომ კამარას 11 გოლი აქვს, ხოლო ხარაიშვილს - 7.
4 ტური დარჩა. ჩემპიონობისთვის ორი გუნდი იბრძვის. მესამე ადგილზე გასვლის შანსი ოთხ კლუბს აქვს... თელავი-სამტრედია-გაგრადან ერთი ჩვეულებრივ დარჩება კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, ორს კი ფლეი-ოფი მოუწევს ლიგა 2-ის წარმომადგენლებთან.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
 
 
 
