კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 31-ე ტური დასრულდა. ორი მატჩი გაიმართა და ორივე სტუმრებმა მოიგეს. საინტერესოა, რომ სულ 5 გოლი გავიდა და აქედან 4 უცხოელებმა გაიტანეს.
დინამო თბილისმა წინა ორი ტური წააგო და პლუს, საქართველოს დავით ყიფიანის თასიდანაც გავარდა. და გავარდა სწორედ წყალტუბოს სამგურალთან (1:1, პენალტებში 3:5). ამჯერად კი ანდრეს კარასკოს გაწვრთნილმა გუნდმა წყალტუბოელებს 2:0 მოუგო.
პირველი გოლი სერბმა ზორან მარუშიჩმა გაიტანა ანზორ მექვაბიშვილის კარგი პასის შემდეგ. მეორე ნახევარში კი გვინეელმა უსმანე კამარამ შორიდან დარტყმით 0:2 გახადა ანგარიში.
მარუშიჩსაც და კამარასაც 11-11 გოლი აქვთ მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
დინამო თბილისი მეორე ადგილზეა და 9 ქულით ჩამორჩება ლიდერ დინამო ბათუმს. სამგურალი კი მეექვსეზეა.
ქუთაისის ტორპედო ამ გამარჯვებით მესამე ადგილზე გადავიდა, გაგრა კი ისევ ბოლოსწინაზეა.
პირველი ტაიმი გაგრამ მოიგო. მარცხენაფლანგემა საბა მამაცაშვილმა ძლიერი დარტყმით დაბალ კუთხეში გაიტანა და საინტერესოა, ეს 21 წლის მამაცაშვილის ზედიზედ მესამე გოლია ჩემპიონატში.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა სერბმა ნიკოლა ნინკოვიჩმა გიორგი მჭედლიშვილის პასით გაათანაბრა, ხოლო შემდეგ კამერუნელმა ფრანსუა ეკონგოლომ ჰაერში ერთ შეხებაში დარტყმით ლამაზი გოლი მიითვალა. პასი ნინკოვიჩმა გაუკეთა... 1:2.