კალენდარი

კვირა, 6 ოქტომბერი

პარასკევი, 18 ოქტომბერი

შაბათი, 19 ოქტომბერი

კვირა, 20 ოქტომბერი

კვირა, 27 ოქტომბერი

ახალი ამბები

გაგრამ და სამგურალმა დიდი ანგარიშით მოიგეს; დინამო ბათუმმა საბურთალოსთან ფრედ ითამაშა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტური დასრულდა. დღის სამი მატჩიდან ორი დიდი ანგარიშით დასრულდა: გაგრამ და სამგურალმა მოიგეს. მესამე შეხვედრაში კი საბურთალო და დინამო ბათუმი უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. ფრე 0:0.  

გაგრა 4:1 თელავი 

გაგრამ დამაჯერებლად მოუგო თელავს. გაგრა ბოლოსწინა ადგილზე რჩება, მაგრამ მეშვედეზე მყოფ თელავს მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.

პირველ ტაიმში ჯერ მცველმა თორნიკე ჯანგიძემ გაიტანა თავურით მერე კი საბა მამაცაშვილმა შორიდან მოულოდნელი დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში.

მესამე გოლი 70-ე წუთზე გიორგი ივანიაძემ მიითვალა საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით.

საინტერესო ფაქტი: ჯანგიძემ, მამაცაშვილმაც და ივანიაძემაც წლევანდელ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლები გაიტანეს.

88-ე წუთზე 4:0 გახდა თელაველთა ბრაზილიელი ტომელინ გუტიერის ავტოგოლით. ბოლოს კი თელავმა ერთი ბურთით შეამცირა სხვაობა: გუნდის კაპიტანმა ირაკლი რუხაძემ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა - 4:1.

სამგურალი 5:0 შუქურა 

წყალტუბოს სამგურალმა აუტსაიდერ ქობულეთის შუქურას 5:0 სძლია. პირველ ტაიმში გიორგი სულაქველიძემ დუბლი მიითვალა და ეს მისი პირველი გოლებია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნიკა ხორხელმა გაზარდა სხვაობა, მერე დენის ბალანიუკმა ახლოდან გაიტანა და ბოლოს დემურ ჩიხლაძემ 5:0 გახადა ანგარიში. ისე, ბალანიუკმა გოლს  სამი საგოლე პასიც მიაყოლა.  

საბურთალო 0:0 დინამო ბთ

უგოლო ფრე. ხუთი თამაშია, რაც საბურთალოს გოლი არ გაუტანია, თუმცა გუნდმა წაგებების სერია შეწყვიტა. გიორგი მიქაძის სადებიუტო მატჩი იყო საბურთალოს მწვრთნელის რანგში...

სამკვირიან ინტერვალში მიქაძეს ორი სხვადასხვა გუნდით მოუწია ბათუმელებთან დაპირისპირება: თელავს როცა წვრთნიდა, მაშინ კახეთის გუნდმა 2:1 მოუგო ლიდერს.  

დინამო ბათუმი 8-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. საბურთალო კი მესამე ადგილზე რჩება, თუმცა ცხრილის ამ ნაწილში სიმჭიდროვეა ქულების მხრივ და მეექვსეადგილოსანს მხოლოდ ორი ქულით უსწრებენ.