კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა. ლიდერმა დინამო ბათუმმა ბოლო წუთებზე გატეხა გაგრა და მოიგო, ხოლო წყალტუბოში სამგურალი-ტორპედოს იმერული დერბი ფრედ დასრულდა.
წყალტუბოში ჩატარებული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. სამგურალს უკვე 5 მატჩია არ მოუგია, ტორპედოს პირიქით, კარგი სერია ჰქონდა: ზედიზედ 4 მოგება და აი, მეხუთე ვეღარ მოახერხა.
წყალტუბოელები მეხუთე ადგილზე არიან, ქუთაისელები კი მეექვსეზე. მათ შორის სხვაობა 5 ქულაა.
სამგურალში ორ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი: კოტდივუარელ იკპე-გილენ გნამიასა და გიორგი სულაქველიძეს.
წარმატებული გამოდგა ანდრი დემჩენკოს დებიუტი დინამო ბათუმის მწვრთნელის რანგში. ბათუმელებმა ბოლო წუთებზე გატეხეს გაგრას წინააღმდეგობა და სტუმრად 2:0 დაამარცხეს.
ორივე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გავიდა. ცოტნე ფაცაციას ჩაწოდების მერე გაგრელთა ფეხბურთელ ერეკლე სულთანიშვილს საკუთარ კარში აეჭრა ბურთი. მერე კი კონტრშეტევის შედეგად პაატა ღუდუშაურმა გაიტანა ახლო მანძილიდან.
დინამო ბათუმი 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ხოლო გაგრა მერვე საფეხურზეა.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დილა
დინამო თბ
სამგურალი
სპაერი
დინამო ბთ
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
კოლხეთი 1913
სამტრედია
ოდიში 1919
თელავი
სიონი
გორი