კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 22-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. ორივე დინამო შინ თამაშობდა: ლიდერმა ბათუმელებმა სამტრედიასთან ფრედ 1:1 ითამაშეს, თბილისელებმა კი შვიდგოლიან შეხვედრაში სძლიეს წყალტუბოს სამგურალს - 5:2. ერთი ჰეთ-თრიქიც ვნახეთ.
დინამო თბილისმა შინ 5:2 მოუგო წყალტუბოს სამგურალს. ეს ანდრეს კარასკოს მეორე მატჩი იყო დინამოელთა მწვრთნელის რანგში და გუნდმა ჯამში 11 გოლი გაიტანა... წინა ტურში 6:1 სძლიეს გაგრას.
სამგურალთან განსხვავებული თამაში გამოდგა და 72-ე წუთისთვის ფრე იყო. პირველივე წუთებზე ულად-ომარ იმრანმა ახლოდან დარტყმით გახსნა ანგარიში და სეზონში მე-13 გოლი გაიტანა.
სამგურალს რამდენიმე წუთში მიეცა გათანაბრების შანსი, მაგრამ ნიკა კალანდარიშვილმა პენალტი ვერ გაუტანა გიორგი ლორიას. 37 წლის ლორიამ ფეხით მოიგერია ბურთი. სამაგიეროდ, მალევე ზორან მარუშიჩმა 2:0 გახადა ანგარიში...
პირველ ტაიმში სამგურალმა ერთი მაინც გაიტანა, კერძოდ, იაპონელმა ტაიკი კაგაიამამ არეულობის შემდეგ ახლოდან შეაგორა ბურთი კარში. მეორე ტაიმში კი ნიკა ხორხელმა საშუალო მანძილიდან ახლო კუთხეში გაუტანა ლორიას და 2:2. ხორხელი მხოლოდ ერთი წუთის შესული იყო მინდორზე.
72-ე წუთი ვახსენეთ და სწორედ ამ დროს გაიტანა დინამომ მესამე გოლი. შეცვლაზე შესულმა დავით სხირტლაძემ მარუშიჩის პასის მერე ტექნიკურად შეასრულა.
ორ წუთში უკვე მარუშიჩმა მიითვალა გოლი სხირტლაძის პასით და 4:2. მატჩის ბოლოს კი სერბმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. მარუშიჩს 10 გოლი მოუგროვდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
დინამო თბილისი მეოთხედან მესამე ადგილზე გადავიდა. ახლა სამგურალია მეოთხეზე...
ბოლოსწინა ადგილზე მყოფი სამტრედია ძალიან ახლოს იყო, რომ ლიდერთან სამი ქულა აეღო. საბოლოოდ, ფრე 1:1.
70-ე წუთზე სამტრედიელთა აზერბაიჯანელთა შემტევმა აბდულა ხაიბულაევმა ოსტატურად გაიტანა. საინტერესოა, რომ დაბადების დღე ჰქონდა, 22 წლის გახდა და ასე გოლით აღნიშნა. თუმცა შეხვედრის ბოლოს მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს...
სამტრედია მსაჯის მიერ დამატებულ მერვე წუთამდე იგებდა. და ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა არეულობაში ახლო მანძილიდან შესძლო გათანაბრება. ეს ფლამარიონის მე-14 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ერთი ბურთით უსწრებს იმრანს.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
