კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში დინამო თბილისმა გაგრას 6:1 მოუგო. ეს იყო ესპანელი ანდრეს კარასკოს სადებიუტო შეხვედრა დინამოს მწვრთნელის რანგში.
დინამო თბილისმა დავით პეტრიაშვილის სტადიონზე სძლია გაგრას და ისევ მეოთხე ადგილზეა, თუმცა მეორეადგილოსან საბურთალოს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. გაგრა კი მეშვიდეზე რჩება.
ანდრეს კარასკოს გაწვრთნილები მე-15 წუთზე დაიწუნაურდნენ, როცა ულად-ომარ იმრანმა აკრობატულ ნახტომში დაარტყა და ბუღთი გაგრელთა მცველ ანატოლი კოზლენკოსგან ასხლეტით შევარდა კარში.
გაგრამ ზურაბ მუსელიანის ახლოდან გატანილით გაათანაბრა. მუსელიანმა თეიმურაზ შონიას პასი გამოიყენა და 1:1.
აი, პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში კი იმრანმა ჰეთ-თრიქი გაახერხა. ახლა სეზონში 12 გოლი აქვს და მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება ბომბარდირთა შორის ლიდერს, ბათუმის ფირვარდ ჯოვანი ფლამარიონს. ანუ, ტაიმი 1:4 დასრულდა.
მეორე ნახევარში კი დინამოელთა კაპიტანმა დავით სხირტლაძემ გაიტანა ორი გოლი. ისე, სწორედ სხირტლაძემ მანამდე ორი საგოლე პასი გაუკეთა იმრანს...
ამ სეზონში მეორედ მოხდა, რომ ერთმა გუნდმა ერთ მატჩში 6 გოლი გაიტანა. პირველი იყო დილა-თელავი, რომელიც ასევე 6:1 დასრულდა - გორელებმა მოიგეს.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
სამგურალი
ტორპედო
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
სიონი
არაგვი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913