გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ერთი მატჩი. გორის დილამ შინ 1:1 ითამაშა საბურთალოსთან.
დაძაბული მატჩი გამოდგა გორში. დილა ახლოს იყო მოგებასთან. 74-ე წუთზე უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა გამოიყენა ონორე გომისის პასი და ანგარიში გახსნა...
94-ე წუთზე კი გორელთა მეკარე ევგენ კუჩერენკო შეცდა, ბურთი ხელიდან გაუვარდა და საბურთალოს შემტევმა გურამ გოშთელიანმა ახლოდან გაიტანა - 1:1.
ისე, ორივე გუნდს კარგი სერია ჰქონდა. სხვათა შორის, პირველ წრეშიც ფრედ დასრულდა მათი დაპირისპირება, ოღონდ 0:0. საბურთალო ამჟამად მეოთხე ადგილზეა, დილა კი - მეხუთეზე.
იბერია 1999
ტორპედო
რუსთავი
დილა
დინამო თბ
სპაერი
დინამო ბთ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
სიონი
არაგვი
კოლხეთი 1913
სამტრედია
ოდიში 1919
გორი