ხმის მიცემის ახალი სისტემა
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდება ხმის მიცემით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე სპორტული ჟურნალისტები და გულშემატკივრები.
ხმები განაწილდება პროპორციულად, შემდეგი პროცენტულობით: მწვრთნელები და კაპიტნები - 50%, სპორტული ჟურნალისტები - 30%, გულშემატკივრები - 20%. მაგალითად, თუ 20-დან 20-მა მწვრთნელმა და კაპიტანმა, 50-დან 25-მა ჟურნალისტმა და 30000-დან 6000-მა გულშემატკივარმა ხმა მისცა X ფეხბურთელს, მისი საბოლოო ხმების პროცენტული რაოდენობა იქნება: 50% + 15% + 4% = 69%.
ხმის მიცემის წესები
ხმის მიცემა შეუძლია ნებისმიერ გულშემატკივარს. გულშემატკივარს ხმის მიცემა შეუძლია „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მოთამაშე ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. ხმის მისაცემად საჭიროა ტელეფონის ნომრის ჩაწერა და აღნიშნულ ნომერზე გამოგზავნილი 4-ნიშნა კოდის შეყვანა. ერთი ნომრიდან ხმის მიცემა შესაძლებელია ყოველი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. როდის გამოვლინდება გამარჯვებული და რა პრიზი გადაეცემა? გამარჯვებული გამოვლინდება 2023 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც დასრულდება „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 2023 წლის სეზონი. გამარჯვებულ ფეხბურთელს საჩუქრად გადაეცემა უახლესი ავტომობილი Dodge Challenger-ი.
სპაერი
დინამო თბ
მეშახტე
სამგურალი
რუსთავი
იბერია 1999
გაგრა
დინამო ბთ
დილა
ტორპედო
ოდიში 1919
გარეჯი
შტურმი
არაგვი
მერანი მრ
თელავი
სიონი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913