კალენდარი

შაბათი, 5 აგვისტო

ორშაბათი, 5 ივნისი

სამშაბათი, 6 ივნისი

ახალი ამბები

ფეხბურთის ფედერაციასა და კრისტალბეთს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

26 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია კრისტალბეთს შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ორწლიან ხელშეკრულებას ხელი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და კომპანია კრისტალბეთის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯაბა პეიტრიშვილმა მოაწერეს.

ღონისძიებას სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი, აკაკი ალდაშვილი ესწრებოდა.  ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, კრისტალბეთი საქართველოს ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის მსგავსად, საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის და ლიგ 4-ის მხარდამჭერი და სახელის სპონსორი ხდება. სიახლეა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის პრინციპში. მიმდინარე სეზონიდან, საუკეთესო მოთამაშეს კრიტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები, მედიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები გამოავლენენ. გულშემატკივრებს რჩეული ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა სპეციალურ ვებგვერდზე, cbeliga.ge-ზე შეუძლიათ.

საუკეთესო ფეხბურთელი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დაჯილდოებაზე დასახელდება, რომელიც 2023 წლიდან ცალკე ღონისძიებად იქნება წარმოდგენილი. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს სპეციალური პრიზი გადაეცემა. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კომპანია კრისტალბეთთან 2019 წლიდან თანამშრომლობს.