დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტური. ორი მატჩი იყო დარჩენილი და ორივე დინამომ მოიგო, შესაბამისად, ისევ თანაბრად არიან ცხრილში პირველ-მეორე ადგილებზე.
დინამო თბილისმა ბოლო წამებზე გატანილი გოლით მოუგო ქობულეთის შუქურას. თავიდან შუქურა დაწინაურდა, კერძოდ, გია აფხაზავამ ახლო მანძილიდან გაიტანა - 1:0. სწრაფი გოლი ვნახეთ.
დინამოელებმა პირველ ტაიმში გაათანაბრეს, დავით კობოურმა თავით კარგად ითამაშა და 1:1.
ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, საბოლოოდ კი მოქმედმა ჩემპიონმა 95-ე წუთზე გაიტანა. გაბრიელ სიგუას გამჭოლ პასს ზორან მარუშიჩი დაუხვდა და ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში - 1:2.
საინტერესოა, რომ გასულ შუქურას მონაწილებით თითქმის სულ ეს ანგარიში ფიქსირდება. მხოლოდ ერთხელ იყო გამონაკლისი, როცა დილასთან 0:2 წააგეს. ქობულეთელები ბოლოსწინა ადგილზე არიან.
ბათუმელებმა ორი ლამაზი გოლით სძლიეს წყალტუბოს სამგურალს. 24 წუთში უკვე 2:0 იყო.
ჯერ პაატა ღუდუშაურმა გაიტანა შორიდან დარტყმით, მერე კი სანდრო ალთუნაშვილმა.
დინამო ბათუმს 16 ქულა აქვს და ბურთების შეფარდებით ჩამორჩება დინამო თბილისს. სამგურალი კი 7 ქულით მეექვსე ადგილზეა. ბოლო სამ ტურში წყალტუბოელებს გოლი არ გაუტანიათ, თუმცა ისიცაა, რომ პირველი სამეულის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დილა
იბერია 1999
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
სიონი
იბერია 1999-2
გონიო
დინამო-2 თბ