კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტური დაიწყო და ერთი მატჩი გაიმართა: დინამო ბათუმმა 3:1 მოუგო საბურთალოს...
ბათუმელებმა სტუმრებთან პირველი ტაიმი წააგეს, მაგრამ მერე 11-წუთიან მონაკვეთში სამი გოლი გაიტანეს.
საბურთალო საყრდენმა ნახევარმცველმა შოთა ნონიკაშვილმა დააწინაურა, საჯარიმოში კარგად გაერკვა სიტუაციაში და ზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბათუმელთა თავდამსხმელმა თორნიკე კაპანაძემ დასწრებაზე კარგად ითამაშა და გაათანაბრა ანგარიში - 1:1.
მალე ირაკლი ბიძინაშვილმა ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით. სხვათა შორის, ბიძინაშვილმა პირველ გოლშიც მიიღო მონაწილეობა... ის შესვენების მერე შევიდა მინდორზე.
მესამე ბურთი კი თავურით გაიტანა ჯოვინო ფლამარიონმა. საბოლოოდ 3:1: ბათუმელებს 2 ტურში 6 ქულა აქვთ, საბურთალოს კი ერთი ქულა დარჩა.
და ერთიც: მატჩზე ვიდეოგამეორების სისტემა (VAR) მოქმედებდა.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
გორი