კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

გაგრამ სიონს მოუგო - სამი გოლი, ორი გაძევება, VAR...

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 33-ე ტური დაიწყო. ერთი შეხვედრა გაიმართა. ცხრილიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობის მატჩი იყო: დინამო არენაზე გაგრამ 2:1 მოუგო ბოლნისის სიონს...

გაგრა 2:1 სიონი

გუნდებს ამ ტურამდე თანაბარი ქულები ჰქონდათ და მერვე-მეცხრე ადგილზე იყვნენ. ახლა კი გაგრამ 2:1 მოუგო სიონს.

34-ე წუთზე გაგრა 10 კაცით დარჩა. არბიტრმა ბაკურ ნინუამ ნოდარ ლომინაძე გააძევა VAR-ის მეშვეობით. დიახ, ამ ტურშიც მოქმედებდა VAR-ის სისტემა, ვიდეო მსაჯი გახლდათ გიორგი ავაზაშვილი, ვიდეო მსაჯის ასისტენტი კი - დავით ახვლედიანი.

და სწორედ კაცნაკლულმა გაგრამ მოახერხა ორივე გოლის გატანა. პირველი ტაიმის ბოლოს თამაზ მაქაცარიამ თავურით გახსნა ანგარიში. მეორე ნახევრის დასაწყისში კი გიორგი ქობულაძის პასს მოჰყვა გიორგი ლომთაძის გოლი... ეს ლომთაძის სადებიუტო გოლია გაგრაში.

სიონმა 54-ე წუთზე ერთი ბურთით შეამცირა სხვაობა: ნიკა ხორხელმა მიმდინარე სეზონში მეცხრე ბურთი გაიტანა. საინტერესოა, რომ ამ ცხრიდან ოთხი სწორედ გაგრას გაუტანა.

68-ე წუთზე სიონიც 10 კაცით დარჩა, რადგან დავით ზურაბიანს მეორე გაფრთხილება მისცეს.

გაგრა მერვე ადგილზეა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება მეშვიდეზე მყოფ თელავს, თუმცა კახეთის გუნდს ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვს. მეცხრეადგილოსან სიონს კი ცუდი სერია აქვს: ბოლო 4 მატჩი წააგო.