საბურთალო 2:1 გაგრა
საბურთალომ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. ამჯერად 2:1 გაგრასთან, რომელსაც პირიქით რვათამაშიანი მოუგებელი სერია აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.
საბურთალო მე-9 წუთზე საბა მამაცაშვილის გოლით დაწინაურდა. ეს მამაცაშვილის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მეორე ტაიმის დასაწყისში გაგრამ გაათანაბრა: თამაზ მაქაცარიამ პენალტი შეასრულა ზუსტად. გადამწყვეტი ბურთი კი 19 წლის ნახევარმცველმა ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა 83-ე წუთზე. საინტერესოა, რომ ოთარმა წინა ტურშიც მიითვალა გოლი.
საბურთალო მეხუთე ადგილზეა და მესამეადგილოსან დილას 3 ქულით ჩამორჩება.
ტური 9 ოქტომბერს დასრულდება ორი მატჩით