კალენდარი

პარასკევი, 15 მაისი

შაბათი, 16 მაისი

კვირა, 17 მაისი

ოთხშაბათი, 20 მაისი

ხუთშაბათი, 21 მაისი

ახალი ამბები

პირველად საქართველოში VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩზე

ფიფას გადაწყვეტილებით, 7 ოქტომბერს საქართველოში მსაჯის ვიდეო ასისტენტის (VAR) სისტემა ოფიციალურად იქნება გამოყენებული. რამდენიმე თვიანი აქტიური სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დინამო თბილისსა და ბათუმის დინამოს შორის სამსაჯო ბრიგადის შემადგენლობაში VAR-ის ჯგუფი იმუშავებს.

მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სფფ-ის სამდივნოსა და სამსაჯო დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე ფიფას შესაბამისმა დეპარტამენტმა, დღეს გასამართ მატჩზე VAR-ის გამოყენება დაუშვა.

ამჟამად, ფიფასთან საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში VAR-ის სისტემის რეგულარულ გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დინამო არენაზე სამსაჯო ბრიგადას დაემატება VAR - გოგა კიკაჩეიშვილი და VAR-ის ასისტენტი დავით ახვლედიანი.