გაიმართა კრისტაბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი და ორივე ფრედ დასრულდა. შესაბამისად, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ქულებს შორის სხვაობა არ შეცვლილა... დინამო ბათუმი დინამო თბილისს ერთი ქულით უსწრებს.
ტრადიციული მეტოქეების დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. ტორპედოს ბოლო 9 შეხვედრაში 7 მოგება და 2 ფრე აქვს; ხოლო დინამო თბილისს აქამდე ზედიზედ 7 შეხვედრა ჰქონდა მოგებული და ახლა შეწყვიტა...
ისე, სეზონის წინა სამ შეხვედრაში დინამოელებმა მოიგეს: 4:0, 3:0, 5:1.
დინამო თბილისი მეორე ადგილზეა და ისევ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ ბათუმელებს, ტორპედო კი მესამეზეა.
სიონმა ბოლნისში 1:1 ითამაშა ლიდერ დინამო ბათუმთან და მერვე ადგილზე დარჩა.
ბათუმელები 24-ე წუთზე მილან რადინმა დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს ზღვისპირელთა ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი გააძევეს.
სიონმა უპირატესობით ისარგებლა და 55-ე წუთზე გი გნაბუიუმ თავურით გაათანაბრა. ბოლო 15 წუთი გუნდებმა 10-10 კაცით ითამაშეს, რადგან სიონსაც გაუძევეს ფეხბურთელი - თემურ ბექაური. საბოლოოდ, 1:1.
სხვათა შორის, ამ გუნდების წინა ბოლნისური დაპირისპირებაც 1:1 დასრულდა...
დილა
იბერია 1999
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
სიონი
იბერია 1999-2
გონიო
დინამო-2 თბ