საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 27-ე ტური დაიწყო. ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც წყალტუბოს სამგურალმა შინ 0:3 წააგო გორის დილასთან.
სამგურალმა დილას უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. სამივე გოლი უცხოელებმა გაიტანეს. ანდრი დემჩენკოს გუნდიდან ჯერ ჰაჯი დრამემ, მერე კი ბრაზილიელებმა ალეფ სანტოსმა და ჟან ვიქტორმა გაიტანეს გოლები. ეს ჟან ვიქტორისთვის სადებიუტო გოლი იყო საქართველოში.
სხვათა შორის, ამ გუნდებს შორის წინა ორ წრეში ასეთი ანგარიშები აღინიშნა: 1:0 დილამ მოიგო და მერე 0:0 დასრულდა ფრედ. დილა და სამგურალი ქულებით გათანაბრდნენ, 42-42 ქულა აქვთ და შესაბამისად, მესამე-მეოთხე ადგილებზე არიან.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
გორი