კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა: თბილისურ დერბიში დინამომ 2:1 მოუგო საბურთალოს.
საბურთალომ გორის თენგიზ ბურჯანაძეზე 1:2 წააგო დინამო თბილისთან. წლეულს ამ გუნდების წინა ორი დაპირისპირება ფრედ დასრულდა (0:0, 1:1), მესამე წრეში კი დინამოელებმა იმარჯვეს.
შეხვედრაში სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა: მე-20 წუთზე უსმანე კამარამ დინამოელთა მრავასვლიანი კომბინაცია დაასრულა გოლით; 26-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა შორიდან ზუსტი დარტმით დინამოელთა უპირატესობა გაზარდა. ეს იმრანის პირველი გოლია ახალ კლუბში.
საბურთალოდან კი სხვაობა შეამცირა გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელმაც ლევან ნონიკაშვილის კარგი პასი გამოიყენა - 1:2. გოჩოლეიშვილმა წინა ტურში დინამო ბათუმსაც გაუტანა.
რაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა, დინამო თბილისმა ზედიზედ სამჯერ მოიგო, საბურთალომ კი პირიქით - ზედიზედ მესამედ წააგო.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მეორე ადგილზეა და 6 ქულით ჩამორჩება ბათუმელებს, რომლებსაც ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვთ. საბურთალო კი ცხრილის შუაში, მეხუთეზეა.
დინამო თბ
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი