გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ორი მატჩი. დინამო თბილისმა გორის დილას 3:0 მოუგო და მეორე ადგილი გაიმყარა. ბოლნისში კი სიონმა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა: ამ შეხვედრაში გოლი არ გასულა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა დინამოელებმა 3:0 სძლიეს გორის დილას. პირველ ტაიმში ერთი გოლი გავიდა: დავით სხირტლაძის პასს მოჰყვა გიორგი მოისწრაფიშვილის კარგი შეასრულება.
მეორე ნახევარში ჯერ თავად სხირტლაძემ გაზარდა სხვაობა და 2:0 გახადა ანგარიში, ბოლოს კი გიორგი გაბედავამ გაიტანა.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დებიუტი ჰქონდა ორ ჭაბუკ დინამოელს: გაბრიელ სიგუასა და ლუკა პარკაძეს, რომელმაც მიუნხენის ბაიერნთან გააფოქმა კონტრაქტი. ისინი შეცვლაზე შევიდნენ. გაბედავამ სწორედ სიგუას პასით გაიტანა...
დინამო თბილისი 6 ქულით ჩამორჩება ლიდერ დინამო ბათუმს, რომელსაც ამ ტურში ჯერ არ უთამაშია. დილა კი მეოთხე პოზიციაზეა: გუნდს ბოლო 4 ტურში მხოლოდ 1 ქულა აქვს.
სიონმა ბოლნისში 0:0 ითამაშა სამგურალთან. ბოლნისელები ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზე დარჩნენ, ხოლო წყალტუბოს სამგურალი მესამე საფეხურზეა და 6 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან დინამო თბილისს.
დღევანდელი მდგომარეობით, წყალტუბოელებს ევროპაზე გამსვლელი ადგილი უკავიათ. კლუბი არასოდეს ყოფილა ევროტურნირებზე, თუმცა რამდენჯერმე ახლოს იყო: სამჯერ აქვს წაგებული თასის ფინალი.
იბერია 1999
ტორპედო
რუსთავი
დინამო თბ
დილა
დინამო ბთ
სპაერი
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
ოდიში 1919
გორი