კალენდარი

პარასკევი, 7 ოქტომბერი

შაბათი, 8 ოქტომბერი

კვირა, 9 ოქტომბერი

შაბათი, 15 ოქტომბერი

კვირა, 16 ოქტომბერი

ახალი ამბები

ექვსგოლიანი მატჩი: ტორპედომ საბურთალოს მოუგო

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ბოლო მატჩი. საბურთალომ გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე უმასპინძლა ქუთაისის ტორპედოს და 2:4 წააგო.

საბურთალო 2:4 ტორპედო 

ექვსგოლიანი მატჩი გაიმართა გორში. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი ტორპედო პირველივე წუთზე დაწინაურდა: მერაბ გიგაურის დარტყმული მეკარე თორნიკე მეგრელიშვილმა მოიგერია და გიორგი ქიმაძემ ზუსტად დაამატა - 0:1.

საბურთალომ პირველ ტაიმში ზედიზედ ორი გოლი გაიტანა: ჯერ ირაკლი სიხარულიძემ თავით გაათანაბრა და სეზონში მე-11 გოლი მიითვალა. მერე კი ლევან ნონიკაშვილმა დაარტყა ზუსტად და საბურთალოელები წინ გავიდნენ. თუმცა ტაიმის ბოლო წუთებზე ტორპედოელმა გიორგი კუხიანიძემ პენალტი გამოიყენა და 2:2.

გადამწყვეტი გამოდგა 78-ე წუთი, როცა ქუთაისელთა თავდამსხმელმა თორნიკე ახვლედიანმა ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით. ახვლედიანი 9 წუთის შესული იყო მინდორზე.

მალევე ირაკლი ბუღრიძემ 2:4 გახადა ანგარიში და საბოლოოდ ასეც დასრულდა მატჩი.

საბურთალო მეხუთე ადგილზეა, ტორპედო კი მეეექვსეზე. მათ შორის სხვაობა 3 ქულაა.