კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა და ორივე სტუმრებმა მოიგეს.
ლიდერმა დინამო ბათუმმა სტუმრად 1:0 სძლია გორის დილას. ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე მილან რადინმა გაიტანა, რომელიც კარგად გაერკვა სიტუაციაში და ვარდნაში დასწრებაზე ზუსტად დაარტყა. ეს რადინის მეოთხე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.
ბათუმელები კვლავ 9-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ. გორის დილა კი მეოთხე ადგილზეა.
თბილისის ლოკომოტივმა საგურამოში უმასპინძლა გაგრას და 0:2 წააგო. ეს ლოკოს მე-20 წაგებაა 21 ტურში. გუნდს ისევ 3 ქულა აქვს აქტივში. გაგრას რაც შეეხება, მეცხრედან მერვე ადგილზე გადაინაცვლა.
ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ჯერ თეიმურაზ შონიამ გაიტანა, რომელმაც გიორგი ბუხაიძის ლამაზი პასი გამოიყენა. შონია ადრე ლოკომოტივში თამაშობდა და გოლი არ აღნიშნა.
მეორე ბურთი კი ოთარ ფარულავამ მიითვალა, რომელმაც ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა ზუსტი დარტყმით. სხვათა შორის, ეს ფარულავას პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
ტური 15 აგვისტოს დასრულდება ერთი მატჩით:
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
გაგრა
სამგურალი
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ