კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის ერთი მატჩი გაიმართა. ქუთაისში ტორპედომ გაგრას უმასპინძლა და 1:0 მოუგო...
ტორპედომ გაგრას სძლია. ერთადერთი გოლი 93-ე წუთზე გავიდა... საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, ბექა ვაჩიბერაძემ ჩააწოდა და გაგრას წამყვანმა ფორვარდმა მათე ვაწაძემ ავტოგოლი გაიტანა. ბურთი ცუდად აეჭრა ფეხიდან და 1:0.
ქუთაისელებმა წლეულს პირველად ითამაშეს კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით, რომელსაც წარმატებული დებიუტი გამოუვიდა გუნდში დაბრუნების შემდეგ. გაგრამ კი ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო. ადგილებს რაც შეეხება, ტორპედო მეშვიდეზეა, გაგრა კი - მერვეზე.
მე-16 ტურის დარჩენილი ორი მატჩი 27 მაისს გაიმართება:
იბერია 1999
ტორპედო
რუსთავი
დინამო თბ
დილა
დინამო ბთ
სპაერი
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
ოდიში 1919
გორი