დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტური. დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა. ზოგადად, ეს ტური ნაკლებად შედეგიანი გამოდგა და სულ 7 გოლი გავიდა. მეტწილად დაძაბული თამაშები ვნახეთ. აი, წინა ტურში კი 25 გოლი ვიხილეთ.
ბოლნისის სიონმა შინ 0:2 წააგო წყალტუბოს სამგურალთან. პირველ ტაიმში შალვა ბურჯანაძემ გაიტანა შორიდან დარტყმით, მეორე ნახევარში კი დავით მაისაშვილმა თავურით გაზარდა სხვაობა.
საინტერესოა, რომ სამგურალმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და უკვე მესამე ადგილზეა. რაც შეეხება სიონს, გუნდი ბოლოსწინა ადგილზე დარჩა. ბოლნისელებმა ზედიზედ მესამედ წააგეს.
ამ გუნდების დაპირისპირება პირველ წრეში 1:1 დასრულდა.
თბილისის ლოკომოტივმა საგურამოში უმასპინძლა ქუთაისის ტორპედოს და 0:3 წააგო. 13 თამაში, 13 წაგება - ასეთია ლოკოს შედეგი. რაც შეეხება ტორპედოს, მათ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს.
პირველ ტაიმში გიორგი კუხიანიძემ და გიორგი ქიმაძემ გაიტანეს. თანაც, საგოლე პასები გაუკეთეს ერთმანეთს. შესვენების შემდეგ კი კუხიანიძემ მეორე ბურთიც მიითვალა და დუბლი შეასრულა.
ქიმაძისთვის ეს პირველი გოლი იყო სეზონში, კუხიანიძეს კი 4 გოლი დაუგროვდა და ტორპედოს საუკეთესო ბომბარდირია.
თელაველებმა საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგეს გაგრას და ისე გამოვიდა, რომ გუნდებმა ადგილები გაცვალეს ცხრილში: ახლა მეექვსეზე თელავია, მეშვიდეზე კი - გაგრა.
გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა გურამ გოშთელიანმა, რომელიც სულ სამი წუთის შესული იყო მინდორზე. გოშთელიანმა ფირუზ მარაქველიძის ჩაწოდების მერე თავურით გაიტანა. ეს მისი მეორე გოლია სეზონში.
პირველ წრეში გაგრა-თელავი ფრედ დასრულდა - 2:2.
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
გაგრა
მეშახტე
სამგურალი
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
ოდიში 1919
თელავი
არაგვი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი