კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

კვარაცხელიას დებიუტი ბათუმში, თბილისური დერბი და ოთხი დაძაბული მატჩი

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის ოთხი მატჩი. თავისი დერბებით, დაძაბული თამაშებით, გადამწყვეტი გოლებით და ასევე, ხვიჩა კვარაცხელიას ხელმეორე დებიუტით საქართველოს ჩემპიონატში...

დინამო ბათუმი 1:0 თელავი

ჩემპიონმა ბათუმის დინამომ შინ გადაჭედილ აჭარაბეთ არენაზე 1:0 მოუგო თელავს. ბათუმს ისედაც არ აკლია გულშემატკივრების მხარდაჭერა, ახლა კი მიზეზი ორმაგი იყო: ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი გუნდში... საქართველოს გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელის ეროვნულ ლიგაში დაბრუნება განსაკუთრებული ამბავია. კვარაცხელიამ მეორე ტაიმი ჩაატარა სრულად.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა პენალტით. ეს მამუჩაშვილის მესამე გოლი იყო სეზონში.

ბათუმის დინამო ამ მომენტისთვის ლიდერია, თუმცა კონკურენტებს ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული. თელავმა კი სეზონში პირველად წააგო...

jjj

დილა 1:0 საბურთალო

გორის დილა წარმატებულ სვლას აგრძელებს. ანდრი დემჩენკოს გუნდმა საქართველოს თასის მფლობელ საბურთალოს პაატა ღუდუშაურის მე-80 წუთზე გატანილი გოლით მოუგო. დილა პოტენციური ლიდერია თბილისის დინამოსთან ერთად - მხოლოდ სამი ქულა აქვს დაკარგული.

კარგი, ხარისხიანი მატჩი გამოდგა. საინტერესოა, რომ დილამ ოთხივე მატჩი მინიმალური სხვაობით მოიგო. ოღონდ აქამდე 2:1-ებს იმარჯვებდა, ახლა 1:0...

ტორპედო 0:2 სამგურალი

იმერული დერბი, მეზობლების დაპირისპირება... წყალტუბოელებმა პირველ ტაიმში გატანილი გოლებით მოიგეს. ჯერ ომარ პატარკაციშვილმა თავურით გახსნა ანგარიში, მერე კი დავით მაისაშვილმა ახლოდან მაკრატელა შეასრულა და 0:2.

საინტერესოა, რომ ორივე გოლი მცველებმა მიითვალეს.

სამგურალს 4 ტურში 7 ქულა აქვს, ტორპედოს კი ამდენივე თამაშში - 3 ქულა.

დინამო თბილისი 2:1 ლოკომოტივი

დინამო თბილისმა აუტსაიდერ ლოკომოტივს 2:1 მოუგო. დინამოელთაგან გოლი და საგოლე პასი მიითვალა ბელარუსმა დმიტრი ანტილევსკიმ. განსაკუთრებით ეფექტური იყო ანტილევსკის რაბონა-პასი, რომელსაც თორნიკე კირკიტაძის გოლი მოჰყვა. კირკიტაძემ არ აღნიშნა - სწორედ ლოკომოტივიდან გადავიდა დინამოში.

დინამოელთა ამ ორ გოლს შორის კი იყო ლოკომოტივის გატანილი: მცველმა ბექა ბუიღლიშვილმა ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლით გაიხარა. პირველი და ისიც დინამო თბილისთან.

ლოკომოტივი 5 მატჩის შემდეგ ქულის გარეშეა.